სიახლეები

143 Views
პოლიტიკა

ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტზე - თალაკვაძე

რაც პლენარულ სხდომათა დარბაზში მოხდა, სავარაუდოდ, ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტზე, პარლამენტის წევრებზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სხდომათა დარბაზში მომხდართან დაკავშირებით განუცხადა.

სამწუხაროა, რომ ძალადობრივი შეტევის შემდეგ, რომელიც ივნისში ვნახეთ და რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა, დღეს უკვე სავარაუდოდ, ჩვენ ქიმიური შეტევა ვნახეთ პარლამენტზე. რამდენიმე ადამიანი არის მოწამლული, გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებებში.

- აღნიშნა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა დარბაზში არსებული სუნის გამო შეწყდა, რომელიც უმრავლესობის წევრების თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმამ გამოიწვია

კომენტარები