სიახლეები

525 Views
პოლიტიკა

პარლამენტი ყარს

პარლამენტის სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, სხდომათა დარბაზში ევაკუაციაა, ამის მიზეზი კი უსიამოვნო სუნი გახდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რისი სუნი იდგა სხდომათა დარბაზში, ნუკრი ქანთარიამ ასე უპასუხა:

სუნის გადმოცემა ხომ იცით ძალიან რთულია, ექსპერტები დაადგენენ

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია პარლამენტში ექსპერტ-კრიმინალისტები უკვე გამოიძახეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობას მოძრაობა “სირცხვილია” იღებს.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები