სიახლეები

334 Views
ეკონომიკა

როგორ გავმდიდრდეთ - ზურაბ ჯაფარიძე - ნაწილი მე-5

თუკი რაიმე შეიძლება იყოს ერთიანი მიზანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის, ეს შეიძლება იყოს ამ ქვეყნის მოქალაქეების სწრაფი გამდიდრება, რადგან ჩვენი პრობლემების მოგვარების სხვა გზა ბუნებაში არ არსებობს

-  ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საკუთარი ფეისბუქით გავრცელებული ვიდეოების ციკლში ისაუბრა. 

"ადამიანების დიდ ნაწილს სჯერა, რომ სიმდიდრე არის ქაღალდის კუპიურები, სინამდვილეში, სამყაროში არაფერს არ აქვს ობიექტური ღირებულება, ღირებულებას ყველაფერს ვანიჭებთ ჩვენ, ადამიანები. ბრილიანტს მაგალითად, თავისთავად არავითარი ღირებულება არ გააჩნია, ჩვენ ვანიჭებთ მას ღირებულებას, როდესაც მისგან ვამზადებთ რაღაც ნივთებს და რომლის ყიდვაც უნდათ სხვადასხვა ადამიანებს. რაც უფრო ცოტაა რაღაცა და რაც უფრო მეტია მასხზე მოთხოვნა, მარტივი ეკონომიკური აქსიომაა, მით მეტია ამაზე ფასი."

რა გვჭირდება იმისთვის, რომ გავმდიდრდეთ:

  1. ერთი უნდა ვფლობდეთ რაღაცებს, ანუ ჩვენი საკუთრება უნდა იყოს, მისი გაყიდვა უნდა შეგვეძლოს.
  2. ორი ეს რაღაცები უნდა უნდოდეთ სხვებს და დროის კონკრეტულ მონაკვეთში, იხდიდნენ ფულს ამაში ფულის გადახდა უნდა უღირდეთ.
  3.  რაც უფრო მეტი იქნება ეგეთი ხალხი, რომელიც მზად იქნება რომ ამაში ფული გადაიხადოს, მით უფრი მაღალი იქნება ჩვენი საკუთრებ ის ფასი და მით უფრო მდიდრები ვიქნებით.

იხილეთ ვიდეოს პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი 

კომენტარები