120 Views
ეკონომიკა

მედიცინა ჩვეულებრივ საბაზრო ეკონომიკის პრინციპზეა დაფუძნებული - მეგრელიშვილი

ვახტანგ მეგრელიშვილმა "გირჩის აზრში" ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ეს შედეგი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის შედეგად დღეს დადგა, პროგნოზირებადი იყო ნებისმიერი ეკონომიკის მცოდნე ადამიანისთვის, 2013 წლიდან. მედიცინა არის ჩვეულებრივად საბაზრო ეკონომიკის პრინციპზე დაფუძნებული  და სანამ ამას არ გააანალიზებს სახელმწიფო, მანამ დადგება ამის უარყოფითი შედეგი.

მედიცინა არის ჩვეულებრივ საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული, თუმცა არ არის არავინ, ვისაც შეიძლება ამაზე დაელაპარაკო, პრემიერები ტოვებენ ჩარჩოებს და მიდიან. ყველა ივანიშვილია და ივანიშვილთან ამაზე სერიოზული საკითხებია გადასაწყვეტი, როგორიც პროპორციული არჩევნებია მაგალითად.

- ამბობს მეგრელიშვილი "გირჩის აზრის" ეთერში.

იხილეთ ვახტანგ მეგრელიშვილის 2013 წლის სტატია - "საყოველთაო ჯანდაცვის მომავალი"

ავტორი: ანა ჩიქოვანი 



კომენტარები