სიახლეები

109 Views
პოლიტიკა

კობახიძე მრავალმანდატიან ოლქებზე: გუნდში განვიხილავთ, დანარჩენს გვიჩვენებს კონსულტაციები

ბოლოს გადაერთო კონსულტაციები მრავალმანდატიანმაჟორიტარულ ოლქებზე, ეს ინიციატივა არის სრულად თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კონსულტაციების დაწყების თაობაზე, დანარჩენს გვიჩვენებს კონსულტაციები, განიხილება ეს საკითხი გუნდში, უმრავლესობის შიგნით, ამის შემდეგ შეჯერებული პოზიციით წარვსდგებით ოპოზიციის წინაშე, საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ეს კონსულტაციები საბოლოო ჯამში წარმატებით დასრულდება, იმედი მაქვს, გარკვეულ პოზიციებზე შევჯერდებით, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში. საქართველოს პარლამენტის მუშაობა ჩვეულ რეჟიმში აუცილებლად გაგრძელდება და  ჩვენი ქვეყნის განვითარებაც ჩვეულ რეჟიმში აუცილებლად გაგრძელდება

 -პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე საერთაშორისო პარტნიორებმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შესთავაზეს, ცალ-ცალკე განეხილათ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული, გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებული საარჩევნო ვარიანტის კომპონენტები. ამ ეტაპზე, ასეთი აღმოჩნდა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები.

კომენტარები