სიახლეები

126 Views
პოლიტიკა

ევროსაბჭომ მოსკოვს საქართველოში დეპორტირებულებისთვის კომპენსაციის დაუყოვნებლივი გადახდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მოსკოვს 2006 წელს რუსეთიდან საქართველოში დეპორტირებულთა საქმეზე კომპენსაციის დაუყოვნებლივი გადახდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

საქართველოს მოთხოვნით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 3-5 დეკემბერს დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი კიდევ ერთხელ შეაფასა, რის შემდეგაც ისინი რუსეთს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდისკენ მოუწოდებენ, რომელიც რუსეთს ჯერ კიდევ 2019 წლის აპრილის ბოლომდე უნდა გადაეხადა.

მინისტრთა კომიტეტმა შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებისა, დაკისრებული თანხა ამ დრომდე არ გადაუხდით.

მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ კომპენსაციიის თანხის გადაუხდელობა კონვენციის 46-ე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებებს უგულებელყოფს.

მინისტრთა კომიტეტმა მომავალი დებატები 2020 წლის მარტში ჩანიშნა.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები