სიახლეები

73 Views
პოლიტიკა

ქუთაისში მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე, ამჯერად, არავინ დაუკავებიათ

ქუთაისში მიმდინარე ოპოზიციის აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიისა და კვერცხების სროლის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ამჯერად, არავინ დაუკავებიათ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის დროებითი გაერთიანების ლიდერებმა, მხარდამჭერებთან ერთად, ქუთაისში საპროტესტო აქცია-მსვლელობა გამართეს. სწორედ ამ მიზეზით, "ოცნების" მხარდამჭერების კონტრაქციაც გაიმართა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც აგრესიული პირები, რომლებსაც სახე ჰქონდათ დაფარული, ოპოზიციის აქტივისტებთან დაპირისპირებას ცდილობდნენ და მათ სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ. გარდა ამისა, უცხო პირებმა სახურავებიდან აქციის მონაწილეებს კვერცხები დაუშინეს.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები