პოლიტიკურმა პარტიებმა რეალური პოზიტიური გზავნილები უნდა გააჟღერონ - სალომე მუჯირი

ბიძინა ივანიშვილს მადლობა ეკუთვნის იმისთვის, რომ განსხვავებული შეხედულებების ოპოზიციური პარტიები გადავიდნენ მოლაპარაკებების რეჟიმში. არ ნიშნავს, რომ ყველა მოგწონს ან ყველას ყველაფერში ვეთანხმებით, მაგრამ ის შეთანხმება, რომ პროპორციული არჩევნები არის ყველაზე სამართლიანი, ძალიან მნიშვნელოვანია.

ცოტნე კობერიძის ყოველდღიურ გადაცემაში, "გირჩის" წევრმა სალომე მუჯირმა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. ის ამჟამად "გირჩის" ორ პუნქტიანი გეგმისა და პოზიტიური დღის წესრიგის ორგანიზებაში აქტიურად არის ჩართული. მუჯირის თქმით, უნდა დამთავრდეს მუდმივად ერთმანეთის ნეგატივზე აპელირება და დროა, პოლიტიკურმა პარტიებმა რეალური პოზიტიური გზავნილები გააჟღერონ, ის, თუ რისი შეცვლა შეუძლიათ. "გირჩის" მთავარი პოზიტიური გზავნილი, სახელმწიფო აქტივების მოქალაქეებისთვის დაბრუნებაა, იმ ქონების, რომელიც ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ სახელმწიფოს ხელში გადავიდა . გამდიდრება - გადაგდების სანაცვლოდ - ამბობენ "გირჩში".

სალომე მუჯირმა, პროპორციული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა, და აღნიშნა, რომ პარლამენტში განსხვავებული შეხედულებები და დისკუსია იქნება შანსი ქვეყნისთვის, რათა აღარ იღებდეს საკანონმდებლო ორგანო ისეთ მავნებელ რეგულაციებს, რასაც ეკონომიკის გაჩერებამდე მივყავართ.

"პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ეს იყო ნიშანი, რომ გვექნებოდა პარლამენტი, რომელშიც ყველას ხმა გაისმება, ის რისიც მათ შეეშინდათ, ნებისმიერ შემთხვევაში გასავლელი გვაქვს როდესღაც, რომ არ გვეყლება ერთი ბელადი, პარლამენტში იქნება ყაყანი, მაგრამ ეს ყაყანი რეალურად იქნება რეალურად ხალხისთვისაც, რადგან ახლა რეალურად პარლამენტარობა ყველაზე იოლი და კომფორტულია, დაჯდება ხუთი კაცე დაწერს კანონს და დანარჩენი ხელს მიაჭერს ღილაკს და ეგაა, ასეთი პარლამენტის შედეგი ხომ სახეზე გვაქვს. ეკონომიკა გაჩერდა საერთოდ."

დარწმუნებული ვარ, სამოსანი ეკონომისტებისთვის მაინც რომ ეკითხათ, ის რეფორმები, რომელიც გაატარეს სამედიცინო სფეროში, ან თუნდაც ლარის გამყარებას როცა ხელოვნურად ცდილობდნენ, ეს რომ სამოსანი ეკონომისტებისთვის მაინც ეკითხათ, პროგნოზი იგივე იქნებოდა, ის რაც დღეს მივიღეთ.

სალომე მუჯირს მიაჩნია, რომ სწორედ ამ თვალსაზრისით არის აუცილებელი მრავალფეროვნება პარლამენტში, სადაც რეალური დისკუსიები გაიმართება და ადამიანები სერიოზულად იმსჯელებენ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები