სიახლეები

106 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: ამ ქვეყანას თუ რამე არ სჭირდება ახლა, ეს არის რევოლუცია

მედიაჰოლდინგ "ვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერ იაგო ხვიჩია , მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ფეისბუქ სტატუსს გამოეხმაურა.

 ამ ქვეყანას თუ რამე არ სჭირდება ახლა, ეს არის რევოლუცია

- ამბობს იაგო ხვიჩია.

უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა !”- წერს გვარამია საკუთან ფეისბუქ გვერდზე.

ხვიჩიას თქმით, ის ამ განცხადებას ემიჯნება ვინაიდან თვლის, რომ ყველაზე მეტად ახლა ქვეყანას სწორედ რევოლუცია არ სჭირდება.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის ამბობს, რომ რევოლუცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არ ატარებს, ან აყალბებს არჩევნებს, მანამდე კი სანამ არჩევნები არ გაყალბდება და ამას საერთაშორისო ორგანიზაციები არ დაადასტურებენ, რევოლუცია ქვეყნისათვის ყველაზე დიდი ბოროტება იქნება.

ვემზადები არჩევნების მოსაგებად. თუ არჩევნები გაგვიყალბეს, მერე ვილაპარაკოთ სხვა სცენარებზე

- განაცხადა ხვიჩიამ.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები