სიახლეები

424 Views
პოლიტიკა

გიგა მაქარაშვილი: სისტემა შიგნიდან ყარს, მალე ექნებათ პოლიციური კრიზისი

ცოტნე კობერიძის "გირჩის აზრში", #სირცხვილიას ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა 18 ნოემბრის პარლამენტის პიკეტირების დაშლასა და დაპატიმრებებზე ისაუბრა.

მაქარაშვილის თქმით, რამდენიმე დღე საპატიმროში გატარების შემდეგ, კიდევ უფრო დარწმუნდა, რომ სისტემა შიგნიდან ყარს.

რომ არ მოგწონს, რასაც აკეთებ, ეგ არის ყველაზე დამღლელი, ამიტომ მგონია, რომ უკვე მალე ექნებათ პოლიციური კრიზისი. პოლიცია ძალიან დაიღალა. უკვე შეეტყოთ ეს, ვეღარ ქაჩავენ და ამიტომ ანაცვლებენ ამ კუნთმაგარი ბიჭებით, რომლებიც აზრზე არ არიან, რას აკეთებენ საერთოდ. თუმცა, მე მათთან არ მაქვს პრობლემა, მთავარი პრობლემა ის შუშის კოლბაში გამომწყვდეული კაცია, რომელიც ყველაფერზე აწერს ხელს ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ.

- ამბობს მაქარაშვილი "გირჩის აზრში".

შეგახსენებთ, რომ გიგა მაქარაშვილი 18 ნოემბრის პარლამენტის პიკეტირების დროს, სხვა 38 ადამიანთან ერთად დააკავეს, მათ შორის იყო ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც. მაქარაშვილს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა ადმინისტრაციული სასჯელით 14 დღე პატიმრობა მიუსაჯა. რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, მისი სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით არის გადადებული.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები