სიახლეები

1229 Views
პოლიტიკა

"ერის მამის დაცვა საამაყოა"- კონტრაქცია შსს-სთან

მოძრაობა 20/30-იანელების წარმომადგენლები,“სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ წევრების მიერ გამართულ აქცია-პერფორმანსს,  კონტრაქციას უწყობენ. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლებიც.

20/30-იანელები აცხადებენ, რომ ერის მამის, ბიძინა ივანიშვილის, დაცვაში არაფერი სასირცხვილო არ არის და პირიქით მათი აზრით შსს საამაყო საქმიანობას ეწევა.

აქციის ორგანიზატორებმა თავიანთ დემონსტრანტებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს, კონტრაქციის წევრებს კი "მონებოს" შეძახილით შეხვდნენ.

აქციის მონაწილეებს აქვთ ბანერები წარწერით -

"ერის მამის დაცვა საამაყოა“

 „მაგრად დაჰკარით“

„სახელმწიფო გადატრიალების ჩახშობა დემოკრატიული პროცესის ნაწილია“

შეგახსენებთ, რომ მოძრაობის წევრები ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებენ.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები