135 Views
პოლიტიკა

"ქართულ ოცნებას" მოუწია თავისი გადაფურთხებულის ალოკვა - ბადრი გრიგალაშვილი

"გირჩის" - ერთ-ერთმა წევრმა ბადრი გრიგალაშვილმა, ცოტნე კობერიძის გადაცემა "გირჩის აზრში", ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრა და ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ შეაფასა:

ივანიშვილის რიტორიკას თუ შევხედავთ, თვითონაც ხვდებიან, რომ თავი აიფეთქეს, ეხლა ცდილობენ ეს ნანგრევები გაანეიტრალონ, ოპოზიციასთან დიალოგზე დაჯდომა იმ პოზიციის მერე, რომ 2020-ის არჩევნები შერეული მოდელით ჩატარდებოდა და ამაზე დიალოგი არ შედგებოდა, რაც "ქართული ოცნების" წევრებმა განაცხადეს, გამოვიდა, რომ მოუწიათ თავისი გადაფურთხებულის ალოკვა.

- ამბობს ბადრი გრიგალაშვილი.

მისი თქმით "ქართული ოცნების" მდგომარეობა არის წყლიდან ამოგდებული თევზის მდგომარეობა, რომელსაც ზემოდან წყალს ასხამენ და ასე უნარჩუნებენ სიცოცხლეს.

როგორც გრიგალაშვილმა აღნიშნა, გარდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგობისა  , ნდობის მოსაპოვებლად ოპოზიციამ მოსახლეობას უნდა შესთავაზოს ქვეყნის განვითარების პერსპექტივა და მომავლის ხედვა.

ავტორი: ნიკოლოზ ხუცურაული



კომენტარები