სიახლეები

4373 Views
პოლიტიკა

ერის მამის გადაგდებას არ შეგარჩენთ - 20/30-იანელების პერფორმანსი ხუნდაძის ოფისთან

მოძრაობა 20/30-იანელების წარმომადგენლები მცხეთის გამგეობასთან, დიმიტრი ხუნდაძის საწინააღმდეგო აქცია-პერფორმანსს მართავენ. ამბობენ, რომ სამშობლო, ხუნდაძეს ამ უდიდესი ქველმოქმედის და საზოგადო მოღვაწის, ბიძინა ივანიშვილის „გადაგდებას“ არ აპატიებს.
„ხუნდაძემ იუდასავით გაყიდა ივანიშვილი და ამ დიდებულ ადამიანს, ისტორიული გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეუშალა“ - ამბობენ მოძრაობის წევრები. 

"ბიძინა ივანიშვილს თავის მართლება არ უნდა უწევდეს, მას თავის სამართლებელი არაფერი აქვს, ის დიდი ადამიანია და უდიდესი ღვაწლი აქვს ქვეყნის წინაშე, დიმიტრი ხუნდაძემ კი  ხელი შეუშალა მას ბრწყინვალე დემოკრატიის მშენებლობაში" - ამბობს მოძრაობის ერთ-ერთი წევრი.

"ხუნდაძეობა უნდა დამთავრდეს."

აქციის მონაწილეებს აქვთ ბანერები წარწერით -

"გახსოვდეს ვინ გაქცია კაცად"

"ერის მამის გადაგდებას არ შეგარჩენთ"

"სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ"

"დიმიტრი, ბიძინა დაიკრძალება მთაწმინდაზე, შენ - ძეგვში".

შეგახსენებთ, რომ მოძრაობის წევრები ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებენ.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები