სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: სახელმწიფოს ხელში არსებული აქტივები ხალხს უნდა დაუბრუნდეს

ზურაბ ჯაფარიძემ მთავარი არხის ეთერში, არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ისაუბრა. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მართლმსაჯულების და ძალოვანი სტრუქტურების სისტემის დანგრევა უნდა იყოს ნომერ პირველი ამოცანა, ასევე მნიშვნელოვანია პოზიტიური დღის წესრიგი და ისეთი გეგმა, რომელიც ადამიანებს რეალურ შედეგებამდე მიიყვანს.

"მარტო ის არაა, რომ გვინდა მრავალპარტიული პარლამენტი და პროპორციული სისტემა. მრავალპარტიული პარლამენტი იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ხვალ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდება. ეს ნიშნავს დემოკრატიას და იმას, რომ პროცესები ქუჩიდან გადავა პარლამენტში, მაგრამ ამის შედეგი რა იქნება საბოლოოდ, ეგ აინტერესებს ხალხს. ამიტომ საჭიროა პოზიტიური დღის წესრიგი, რაღაც დამაჯერებელი და მართალი. ჩვენი აზრით, სწრაფი გამდიდრების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა არის, სახელმწიფოს ხელში არსებული აქტივების (რომელიც სხვადასხვა გათვლებით რამდენიმე ათეული მილიარდიან ტრილიონამდე ღირებულებისაა), ამ აქტივების, რომელიც ბოლშევიკებმა წაართვეს ჩვენს წინაპრებს, ამისი ადამიანებისთვის დაბრუნება. ამის გაკეთება 21-ე საუკუნეში არც ისე რთულია. ამ შემთხვევაში ადამიანს, ოჯახს შეიძლება მოუწიოს 50 ათასიდან 150 ათას დოლარამდე ქონების მიღება და ორ კილო კარტოფილზე აღარ გაიყიდება. ოღონდ ეს ჯერ ჩვენ უნდა გავიაზროთ, დავიჯეროთ და მერე ავუხსნათ ადამიანებს, მათაც დავაჯეროთ და ამაში ტყუილი არაფერი არ არის . ეს ჰგონია დამარცხების ფორმულა გირჩს"

- ამბობს ჯაფარიძე "მთავარის" ეთერში.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები