სიახლეები

352 Views
პოლიტიკა

ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატის შინაარსი პროპორციული არჩევნების მიღებაა და არა ღირებულებითი თანხვედრა - ჯაფარიძე

ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში, "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატის და ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, საკონსულტაციო ფორმატი არ არის ღირებულებით თანხვედრაზე დაყრდნობილი, არამედ, ფორმატის შინაარსი ისაა, რომ ქვეყანამ პროპორციული არჩევნები და მრავალფეროვანი პოლიტიკური პლატფორმა მიიღოს. როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ამის გარდა, საკონსულტაციო ფორმატს, სხვა შინაარსი არ გააჩნია.

მე იმ ფორმატში იმიტომ არ ვარ, რომ ბურჯანაძესთან რაიმე ღირებულებითი ერთობა აქვს გირჩს, არც ბურჯანაძესთან და არც არავისთან გულწრფელი რომ ვიყო.

- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ძალიან ცოტა პოლიტიკური ჯგუფი ან ლიდერი შეიძლება იყოს, რომელთანაც "გირჩს" ხედვებში რაღაც გადაკვეთა შეიძლება ჰქონდეს.

რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის ვიზიტს რუსეთში, მისი თქმით „ბურჯანაძე მანამდეც დაფრინავდა მოსკოვში, ახლაც დაფრინავს და გააგრძელებს კიდე ფრენას" რაც მას არც ადრე მოსწონდა, არც ახლა მოსწონს და არც მომავალში მოეწონება.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

 

კომენტარები