სიახლეები

67 Views
პოლიტიკა

უგულავა: პროპორციულ არჩევნებზე დავეჭიდოთ თუ თავი გაქვთ

დააბრუნეთ პროპორციული არჩევნები, დააბრუნეთ არჩევნები, არჩევნების ქურდია ივანიშვილი და თქვენც მოგპარათ არჩევანი, ყველას მოპარა, მთელ საქართველოს მოპარა. ჩავატაროთ სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ უნდა, ვის აირჩევს. ასე პოლიციის უკან ამოფარებული სადამდე იქნებით? 

დააბრუნეთ არჩევნები, დააბრუნეთ პროპორციული არჩევნები და დავეჭიდოთ ყველანი არჩევნებზე თუ თავი გაქვთ. თქვენ გგონიათ, პოლიციას ამოეფარებით სულ? დაგავიწყდათ, ასლან აბაშიძემ როგორ დაამთავრა? ხომ არ მოგენატრათ ასლანი? დააბრუნეთ არჩევნები და თუ თავი გაქვთ, გამოდით არჩევნებზე. გვამებით მოვაჭრეები ხართ თქვენ. თქვენ მკვდრებს ყოფთ თქვენიანებად და სხვისიანებად, მორალი არ გაქვთ, უსინდისოები ხართ

 - განაცხადა გიგი უგულავამ მცხეთის მერიასთან გამართულ აქციაზე. 

შეგახსენებთ, რომ მცხეთის მერიასთან საპროტესტო აქცია და კონტრაქცია ორ დეკემბერსაც გაიმართა. მცხეთის მერიასთან მისულ "გაბედეს' აქტივისტებს დიმიტრი ხუნდაძის ბიუროში შესვლა სურდათ, რის შემდეგაც მათ ქალაქის მერი და მერიის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.

აქტივისტების განცხადებით, მათ "ოცნების" მხარდამჭერები, ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთის მერიასთნ მომხდარ დაპირისპირებაზე 7 ადამიანი დააკავეს. მათ შორის 3 "ქართული ოცნების", ხოლო 4 მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტი იყო.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები