სიახლეები

1017 Views
პოლიტიკა

20/30-იანელები პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვებას "ოცნების" ორგანიზებულ კონცერტზე აგრძელებენ

მოძრაობა 20/30-იანელები პეტიციისთვის - "დაიკრძალოს ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდაზე" ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ.

ამჯერად ისინი, ორბელიანის მოედანზე, "ქართული ოცნების" ორგანიზებულ კონცერტზე მივიდნენ, სადაც "ოცნების" მხარდამჭერები არიან შეკრებილი. 

20/30-იანელები, მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქართველი ხალხის წინაშე, სწორედ ამიტომ ითხოვენ მის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვას, 100 წლის შემდეგ, ვაჟას გვერდით!

როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, გაჩერებას არ აპირებენ და დაწყებულ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მიიყვანენ.

მიმდინარე კონცერტზე 20/30-იანელები მივიდნენ ბანერით - "100 კონცერტი ხალხს, 2030 წლამდე".

მოძრაობის წევრების ინიციატივას კონცერტზე დამსწრეები ენთუზიაზმით შეხვდნენ და არც პეტიციაზე ხელისმოწერაზე უთქვამთ უარი.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები