სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარე მოსამართლეობის კონკურსზე საკუთარ კანდიდატურას ხსნის

საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე, ზაზა თავაძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსიდან კანდიდატურას ხსნის. ამის შესახებ მან პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე წერილობითი ფორმით მიმართა. 

აღნიშნულ წერილამდე, 22 ნოემბერს, თავაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რათა პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისთვის მისი კანდიდატურის წარდგენა გარკვეული ვადით გადაედოთ.

გაჩნდა კითხვები, ხომ არ იყო ჩემი ქმედებები საზოგადოებრივ განწყობაზე გავლენის მოხდენის და არა მოცემული საკითხის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით დადასტურების მიზნით განხორციელებული. როგორც წინარე წერილში აღვნიშნე, ჩემთვის, როგორც მოქმედი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის, სისხლხორცეულად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების უმწიკვლოდ და ობიექტურად ფუნქციონირება და შესაბამისად, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ნებისმიერი, თუნდაც დაუსაბუთებელი კითხვა უნდა იყოს მოხსნილი

- წერს თავაძე.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, უზენაესის მოსამართლეობის სამი კანდიდატის, მათ შორის ზაზა თავაძის, შალვა თადუმაძის და მირანდა ერემაძის უმაღლესი იურიდიული განათლების მაგისტრის ხარისხის ქონა სათანადოდ არ არის დადასტურებული.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

 

კომენტარები