სიახლეები

245 Views
პოლიტიკა

"წლის საუკეთესო მონა" - ირაკლი კობახიძეს "ქორთიარდთან" სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტთან", სადაც რეგიონალური საპარლამენტო კონფერენცია მიმდინარეობს, მოძრაობა "შეცვალეს" და "სირცხვილიას" წევრებმა ირაკლი კობახიძეს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. 

აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები: "წლის საუკეთესო მონა", "თავისუფლება ირაკლი კობახიძეს".

აქ მოვედით იმისთვის, რომ ირაკლი კობახიძეს მოვუწყოთ სირცხვილის კორიდორი, რადგან ის არის ყველაზე დიდი მონა, ბიძინა ივანიშვილის მონა. ჩვენ გავაგრძელებთ მათთვის დისკომფორტის შექმნას, რადგან ასე უტიფრად, თავისუფლად არ შეეძლოთ გადაადგილება

- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები