166 Views
პოლიტიკა

"ბიძინა ივანიშვილმა სოროდან ცხვირი გამოყო და ჰაერი დაყნოსა" - ტორესა მოსი

ცოტნე კობერიძის გადაცემა "გირჩის აზრში", მწერალმა და სამოქალაქო აქტივისტმა, ტორესა მოსიმ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა.

მისი თქმით, დღეს მთელი ქვეყანა ვცხოვრობთ აბსურდის ჟანრში და ყველაფერი, რაც ხდება არის კარიკატურული, რაზეც 2 სწორი რეაქცია გაბრაზება და დაცინვაა, ტორესა აღნიშნავს, რომ "გირჩი" სხვა პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით, დაცინვის მეთოდს უფრო ეფექტურად იყენებს.

ტორესა მოსის აზრით, ოპოზიციის მიერ მთავრობის წნეხში მოქცევა სწორი გზაა და ამ წნეხს აქვს კონკრეტული შედეგი:

ჩვენ ვხედავთ რომ ამ წნეხს აქვს კონკრეტული შედეგი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს სახით როდესაც მან სოროდან ცხვირი გამოყო და ჰაერი დაყნოსა, ეს არის იმის ნიშანი რომ ჩვენ ვუქმნით დისკომფორტს და ამის გაგრძელება ბევრი ფორმით შეიძლება

- ამბობს ტორესა მოსი

ის ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს პოზიტიური დღის წესრიგი, რომელიც ჩაანაცვლებს წინააღმდეგობაზე დაფუძნებულ პოლიტიკური ნეგატივის კამპანიას. ტორესას თქმით, გარდა ხელისუფლებაზე წნეხისა, საჭიროა, ვიცოდეთ რა მოხდება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი წავა და ოპოზიცია უნდა ფიქრობდეს, ნათელი გახადოს მომავალი - იმის ცოდნა ,თუ რა იქნება ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ, გაზრდის აქციების წარმატების შანსს და გადმოიწევს ის პოლიტიკური შედეგი რომლის დადგომაც გვინდა.

ტორესა მოსიმ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ჩატარებული აქციებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული რესურსის მსგავსი ფორმით გამოყენება აბსურდული და კომიკურია, მისი თქმით ხელისუფლებას აღარ გააჩნია არანაირი რესურსი და საზოგადოებრივი მხარდაჭერა და მთლიანად დამოკიდებულია შიშზე არ დაკარგოს ძალაუფლება. საჯარო მოხელეების მსგავს აქციებში მონაწილეობაც ამის ნათელი მაგალითია.

მწერალმა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუც შეაფასა, მისი თქმით ივანიშვილი საშიში ფსიქოპატია, რომელსაც 2012 წელთან შედარებით, ტყუილის რესურსიც აღარ გააჩნია.

"მისი ინტერვიუ იყო დეკლარირება, რომ  ქვეყანა დგას უფსკრულის პირას, მას არ გააჩნია არანაირი ხედვა ამ ქვეყნისთვის და მისი გზავნილი იყო ცალსახა ვისაც არ მოგწონთ წადით."

 ტორესამ აღნიშნა, რომ მხოლოდ 2 გამოსავალი არსებობს ამ სიტუაციიდან - ან უნდა გავიქცეთ ამ ქვეყნიდან, ან უნდა დავიბრუნოთ ის.



კომენტარები