სიახლეები

"ბიბლიური თავისუფლება" მღვდელმსახურებს მონანიების საშუალებას აძლევს

"გირჩის" მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლება" საკუთარ მღვდელმსახურებს მონანიებისა და ეკლესიის მსახურებიდან გასვლის შესაძლებლობას აძლევს. 

მღვდელმსახურის სტატუსის გასაუქმებლად, "ბიბლიური თავისუფლების" წევრები "გირჩის" ოფისში, ბესიკის 4-ში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 14:00-დან 17:00 საათამდე უნდა მოვიდნენ. 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია - პირადობის მოწმობა, გაცემული მოწმობა, მისი ასლი ან კურთხევის საფასური. 

მონანიების საფასური: 50 ლარი. 

შეგახსენებთ, რომ "გირჩმა" "ბიბლიური თავისუფლება" ორი წლის წინ, ახალგაზრდების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გასათავისუფლებლად დააფუძნა. ამ დროისთვის რელიგიურ ორგანიზაციას 30 ათასამდე მღვდელმსახური ჰყავს. 

ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები