სიახლეები

40 Views
პოლიტიკა

კახიანი: თუ საჭირო გახდება, ასე ვივლი, ბოლომდე, ამ მოწვევის პარლამენტში, არაფერი არ შემაჩერებს

ჩვეულებრივი სიტუაცია არ არის, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, მერწმუნეთ. როდესაც ამბობთ, რომ სამსახურში მისვლის პრობლემა გვექმნება, რა პრობლემა გვექმნება?! ასე ვივლი თუ საჭირო გახდება ბოლომდე ამ მოწვევის პარლამენტში. არაფერი არ შემაჩერებს, რომ მივიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. რაც უნდათ, ის გააკეთონ, როგორც უნდათ, პროტესტი ისე გამოხატონ. 

- განაცხადა უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა "TV პირველის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 29 ნოემბერს, პიკეტის ასაცილებლად დეპუტატები პარლამენტში სამი საათით ადრე მივიდნენ.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები