სიახლეები

134 Views
პოლიტიკა

ვოლსკი: აქციის მონაწილეები რადიკალურები და ხეპრეები არიან

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის აზრით, აქციის მონაწილეები რადიკალურები და ხეპრეები არიან და ხელს უშლიან პარლამენტში საკითხების განხილვას.

ადამიანებმა გადაწყვიტეს რაოდენობის მიუხედავად იყვნენ იმდენად რადიკალურები და ხეპრეები, რომ შეუშალონ ხელი იმ საკითხებს, რასაც ვიხილავთ. სამწუხაროა, მაგრამ საკმაოდ დიდია ხალხის რაოდენობა ვინც აგრესიულად არის განწყობილი, მათ შორის ჩვენც გვიკავშირდებიან. კატეგორიულად არ უნდა იქნეს დაშვებული ის, რომ რაღაც დაძაბულობა, პარტიებს შორის ურთიერთობა საზოგადოებაზე გადავიდეს. რას იტყვიან ბოქლომები რა მნიშვნელობა აქვს, არ ეხსომება ხვალე არავის, თუ არ გავაკეთებთ ჩვენ ჩვენს საქმეს, ეს ყველას ძალიან კარგად მოაგონდება 2020 წელს, პასუხს მოგვთხოვს ხალხი

- განაცადა გია ვოლსკიმ. 

დღეს, 29 ნოემბერს პარლამენტთან აქცია განახლდა, თუმცა, ქართული ოცნების დეპუტატები შენობაში იქამდე შევიდნენ სანამ აქციის მონაწილეები პიკეტირებას მოახდენდნენ. მოგვიანებით, აქცია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადავიდა რადგან აქციის მონაწილეებისათვის მათთვის ცნობილი გახდა, რომ თეა წულუკიანი იქ შეხვედრაზე მიდიოდა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქართული ოცნების წევრებს ყველგან და ყოველთვის შეუქმნიან დისკომფორტს.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები