სიახლეები

206 Views
პოლიტიკა

რამდენი პოლიციელიც არ უნდა გამოიყვანონ, ამათი ამბავი დამთავრებულია - ჯაფარიძე

ამათი ამბავი დამთავრებულია, მიუხედავად იმისა, რამდენი პოლიციელიც არ უნდა გამოიყვანონ - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე ხელისუფლების შესახებ, პარლამენტთან მიმდინარე პროცესებზე.

ამ ინსტიტუტმა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გააგრძელოს ნორმალურ მდგომარეობაში ფუნქციონირება. ერთადერთი შანსი, რომ ისინი შიგნით შევიდნენ და რაღაცაზე ილაპარაკონ, რასაც შინაარსი არ გააჩნია, არის მხოლოდ და მხოლოდ ასეთ მდგომარეობაში, როდესაც ხელისუფლება ჩაკეტილია საკუთარი ხალხისგან ან ყვითელი ავტობუსებით, ან რკინის ჯებირებით, ან პოლიციის მსხვილი და განიერი კორდონებით. ეს არის სწორი, ამის გაძლება შეუძლებელია, ვერანაირი მთავრობა ამას ვერ გაუძლებს, ამათი ამბავი დამთავრებულია, მიუხედავად იმისა, რამდენი პოლიციელიც არ უნდა გამოიყვანონ

ავტორი: ანა ჩიქოვანი 

კომენტარები