სიახლეები

162 Views
პოლიტიკა

თუ არ იქნება დემოკრატია არ იქნება ევროინტეგრაცია - ევროპარლამენტი

"არსებობს რისკი დემოკრატიის უკან სვლის" - აცხადებს ფედერიკა მოგერინი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობაზე.

თუ არ იქნება დემოკრატია არ იქნება ევროინტეგრაცია - ევროპარლამენტის უმწვავესი გაფრთხილება ხელისუფლებას.

ევროპარლამენტის წევრები მთავრობას პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად გერმანულ მოდელზე მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებენ.

მათი თქმით, საქართველოს მოსახლეობას პარლამენტისა და ქართული დემოკრატიის მიმართ ნდობა აქვს დაკარგული და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ისინი ასკვნიან, ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ მმართველ გუნდს 2020-ის არჩევნები მოეგო.

ლიტვის ყოფილი პრემიერ მინისტრი, ანდრიუ კუბილიუსი, მმართველ გუნდს ოპოზიციასთან დიალოგის ფორმატის დაბრუნებისკენ მოუწოდებს და სთხოვს, რომ ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდეს, რადგან მათი თქმით ძველი მოდელის მიმართ ხალხის ნდობა დაკარგულია. 

ისინი თვლიან, რომ საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელი იქნება კარგი საფუძველი რომელსაც არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები.

ჩვენ ვიბრძვით საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროინტეგრაციისთვის, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით იმაზე უფრო მეტად მებრძოლები ვიდრე თავად ამ ქვეყნების მთავრობები არიან. საქართველოში მიმდინარე უკანასკნელი მოვლენები გვაიძულებს ვთქვათ, რომ ქვეყანაში დემოკრატიას პრობლემები აქვს, არ არის დემოკრატია, არ არის ინტეგრაცია. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას შეასრულოს ოდირის (ODHR) ყველა რეკომენდაცია, რომ ქვეყანაში გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, ამისთვის უნდა ვილაპარაკოთ ღიად მწვავედ და კრიტიკულად.

- აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები