სიახლეები

560 Views
პოლიტიკა

"მე-13 რაიონი აქვთ მოწყობილი" - ჯაფარიძე შემოღობილ პარლამენტზე

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია - ჩიტაძისა და ზუბალაშვილების ქუჩები, ასევე უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე შესასვლელი პოლიციას რკინის კონსტრუქციებით აქვს ჩაკეტილი.

ჩაკეტილია ასევე მთავრობის ადმინისტრაციიდან ჩიტაძეზე ჩამოსასვლელი ქუჩაც.

რაც შეეხება ჭიჭინაძის ქუჩას, იქ რკინის კონსტრუქციები არ დგას, თუმცა პარლამენტის შესასვლელ ჭიშკართან 30-მდე პოლიციელია მობილიზებული.

მე-13 რაიონი აქვთ გაკეთებული. შემოღობეს რკინის ჯებირებით, რას ფიქრობენ და ასე როგორ აპირებენ მუშაობის გაგრძელებას, არ ვიცი. კარგია, ეს სურათი არის მინიმუმი, რაც უნდა იდოს სულ. ამ ინსტიტუტმა ვერ უნდა შეძლოს მუშაობა... ძალიან დიდ წრეებს ვარტყამ და მეცინება, მართლა მე-13 რაიონი აქვთ მოწყობილი

- ასე აფასებს პარლამენტთან არსებულ  სიტუაციას ზურაბ ჯაფარიძე.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები