სიახლეები

ივანიშვილი: პარლამენტში რომ შესულიყვნენ, შიგვე ჩავიჭერდით ყველას

ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის ლიდერები და აქციის მონაწილეები პარლამენტში შევიდოდნენ, იქვე “ჩაიჭერდნენ ყველას”.

მე გუნდში მქონდა გარჩევა 20 ივნისის მოვლენების. იქ გამოთქვამდნენ ზოგიერთები, რომ შეიძლებოდა გაერღვიათ პოლიციის კორდონი, შეიძლებოდა ესენი [პარლამენტში] შესულიყვნენ და ასე შემდეგ. მაშინაც, რომ შესულიყვნენ, უარესს მიიღებდნენ. რა თქმა უნდა, დაზარალდებოდა ქვეყანა და მათ დააზარალეს ქვეყანა გარკვეულწილად. ნახეთ ტურიზმი თუ ინვესტიციები.პოლიტიკური სტაბილურობა განსაზღვრავს ეკონომიკურს. შიგვე ჩავიჭერდით იმ პარლამენტში ყველას

- ამბობს ბიძინა ივანიშვილი.
კომენტარები