სიახლეები

125 Views
პოლიტიკა

Washington Post: საქართველოში დემოკრატია კრიზისისკენ მიექანება

საქართველოში დემოკრატია კრიზისისკენ მიექანება.  - წერს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავლენიანი გამოცემა Washington post.

გამოცემა თბილისში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ წერს, რომ დასავლელი პარტნიორები ივანიშვილისგან საარჩევნო ცვლილებას მოითხოვენ.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ოლიგარქი-პოლიტიკოსი ივანიშვილი, შეეცადა ურთიერთობების დამყარებას რუსეთთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული.

ივანიშვილმა კრემლის მიერ აპრობირებული მეთოდების ადაპტირება მოახდინა საქართველოში. მაგალითად, კრიტიკულ მედიაზე კონტროლის დამყარება, პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ბიზნესის შევიწროება.

ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს პრორუსულ პარტიებს. სექტემბერში მან პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია დაასახელა, რომელიც 2013 წლამდე რუსეთის მოქალაქე იყო

-ვკითხულობთ Washington post-ის გამოცემაში.
როგორცსტატიაში არის აღნიშნული, ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დასავლეთის ორიენტაციას უჭერს მხარს  და რუსეთს, მთავარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფრთხედ აღიქვამს, ივანიშვილი მოსკოვის მიერ, კომფორტულ კანდიდატად არის მიჩნეული.

როგორც სტატიაში წერენ, იგი (ივანიშვილი) რუსეთის ინტერესების ვაშინგტონის ინტერესების წინააღმდეგ დაბალანსებას ცდილობდა.

Washington Post-ი სტატიის დასასრულს აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, დასავლელმა პარტნიორებმა ივანიშვილზე ზეწოლა უნდა მოახდინონ, რათა კრემლმა ამ რეგიონში დასახულ მიზნებს ვერ მიაღწიოს.

კომენტარები