94 Views
პოლიტიკა

"ივანიშვილის დამარცხებას სჭირდება გააზრებული გეგმა, სადაც ყველა ოპოზიციურ პარტიას თავისი როლი აქვს" - იაგო ხვიჩია

ტელეკომპანია "პირველის" ღამის ამბებში, იაგო ხვიჩიამ ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის ფორმულაზე და ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებულ ოპოზიციაზე ისაუბრა.

მისი აზრით, უკვე აღარ აქვს არანაირი არსებითი მნიშვნელობა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის სიტყვებს, რადგან მათ ფაქტობრივად მთელი ქვეყანა გადააგდეს.

ხვიჩია აღნიშნავს, რომ ხელისუფლების სტრატეგია არის ნათელი და გასაგები, განსხვავებით ოპოზიციის სტრატეგიისგან. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს აქვს დიდი ფინანსური რესურსი, მართლმსაჯულების სისტემა, ტროლები და ბოტები და მისი მკვეთრად პრო-რუსული პოლიტიკის გამო ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი საყრდენად, ამიტომ ის მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ეს არ არის გასაკვირი

როგორც ხვიჩია ამბობს, ოპოზიცია აგვიანებს ერთიანი სტრატეგიის დალაგებას:

არ არსებობს საერთო ოპოზიციური სტრატეგია როგორ უნდა ჩამოვიშოროთ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან და ვერც იარსებებს მანამ, სანამ უფრო სერიოზულად არ შევხედავთ ამ საკითხს. ჩვენ გასააზრებელი გვაქვს სრული სურათი და სრული სტრატეგია. უნდა გავცეთ ყველა ბუნდოვანებას პასუხი და მოსახლეობას შევთავაზოთ გეგმა, როგორც ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოშორების, ასევე იმის, თუ რა იქნება მას შემდეგ.

 - თქვა იაგომ ტვ პირველის ეთერში.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ერთიანია პროპორციული არჩევნების და ბიძინა ივანიშვილის გაშვების შესახებ პოზიციაში, თუმცა უფრო მეტია საჭირო და ეს არის მოსახლეობის ინფორმირება იმის თაობაზე - არსებობს თუ არა საფრთხე 10 წლის წინანდელი მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისა, გვექნება თუ არა რაიმე ტიპის ბერკეტი რომ ეს არ მოხდეს, ხვიჩიას თქმით, მოსახლეობაში არის კითხვები და სანამ ამ კითხვებს ოპოზიცია არ უპასუხებს მანამ ვერ გაიზრდება.

"ყველაზე მარტივი ფორმულაა, გამოვართვათ ბიძინა ივანიშვილს ხელიდან სააკაშვილის საფრთხობელა, რომლის წყალობითაც ინარჩუნებს ძალაუფლებას და ივანიშვილის ფინანსურ რესურსთან დაპირისპირებაზე გირჩმა თავის 2 პუნქტიან გეგმაში ისაუბრა" - ამბობს ხვიჩია.

ახლა დაიწყო კომუნიკაცია ოპოზიციურ პარტიებს შორის, ადვილი არ იქნება ეს პროცესი, ზოგადად უღარიბეს ქვეყანაში 5 მილიარდის მქონე ადამიანის ჩამოშორება არ არის ადვილი და ემოციურობა და "ბიძინა მოვდივართ" არ უშველის, ამას სჭირდება გააზრებული გეგმა სადაც ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს თავისი ადგილი და თავისი როლი და დაზღვეულია ყველა ადამიანის ღელვა იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდება მომავალში, თუ ასე ვიზავთ მორალურად გატეხილი ქართული ოცნების დამარცხება გამოგვივა.

- თქვა ხვიჩიამ ტვ პირველის ეთერში.

ავტორი: ნიკოლოზ ხუცურაული



კომენტარები