სიახლეები

ჯაფარიძე: "ქართულ ოცნებაში" ახლა ბაქიბუქის რეჟიმი აქვთ

ახლა ქართულ ოცნებაში აქვთ ბაქიბუქის რეჟიმი, გუნდი შიგნიდან ირღვევა და ეს რღვევა უნდათ რომ შეაჩერონ 

ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ხელისუფლების კრიზისულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მმართველ გუნდს ორი ვიცე სპიკერი გაექცა იმ დიდი ტყუილის გამო რომელიც ივანიშვილმა იკადრა, ამიტომ ის, რაც ოცნებაში ამჟამად ხდება, უბრალოდ ბაქიბუქია, იმისთვის, რომ გუნდში თავი გაიმხნევონ.

ბაქი ბუქია, იმისთვის, რომ შიგნით გამხნევდნენ, ვითომ ძალიან მაგრად არიან და პოლიცია იცავთ და გაუძლებენ, სინამდვილეში ვერაფერს ვერ გაუძლებენ, ამას რაც აქ (პარლამენტთან) ხდება შეუძლებელია რომელიმე მთავრობამ გაუძლოს

- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

"გირჩის" ლიდერის თქმით კობახიძე და ზოგადად მთელ მმართველ გუნდში მყოფი ადამიანები, არ წარმოადგენენ საკუთარ თავს, ისინი უბრალოდ ერთი ადამიანის მონები არიან, იმ ადამიანისა, რომელმაც მთელი ქვეყანა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები გადააგდო, ამიტომ რას ილაპარაკებენ ისინი, ამას არანაირი შინაარსი არ გააჩნია.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები