სიახლეები

1263 Views
პოლიტიკა

"ის არ არის შეურაცხყოფა, სინოდის სხდომა რომ მაფიოზურ "რაზბორკებს" ჰგავს?" - ცოტნე გამსახურდია

ცოტნე გამსახურდია "გირჩის" აქტივისტების მიერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართულ პერფორმანსს ეხმიანება სოციალური ქსელით. საპატრიარქომ და მრევლის ნაწილმა "გირჩის" აქციას მკრეხელობა უწოდა. ფოტოშოპით აწყობილ პოსტერებზე, ხატებზე ივანიშვილის თავი იყო გამოყენებული, რითიც სიმბოლურად მისი გაღმერთება გამოსახეს.

"გეყოფათ ეს ფარისევლობა, რა!" - წერს გამსახურდია მრევლის მისამართით.

 "ახალგაზრდებმა იუმორისტულად ბიძინეს ხატები როგორ დაწერესო! რელიგიური გრძნობების "შეურაწყოფააო"! 

ის არ არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, თქვე ძალიან ყურადღებიანებო, ქურდ-ბაცაცებით და ყაჩაღებით რომ სავსეა ეკლესია?!

ის არ არის შეურაცხყოფა, წმინდა სინოდის სხდომა რომ მაფიოზურ "რაზბორკებსა" ჰგავს?!

არც ის შეურაცხგყოფთ, 46 სინოდის წევრი ეპისკოპოსიდან ერთს რომ აქვს სასულიერო განათლება მხოლოდ?!

იმაზე რას იტყვით, სამების ტაძარში მომხდარი ხანძრის დროს სამი მილიონი ლარის ძვირფასეულობა რომ მოიპარეს მღვდლებმა და ზარალი ისევ ჩვენი ჯიბიდან აუნაზღაურეს?! ქვეყანაში, სადაც 70 ათასზე მეტი ბავშვი შიმშილობს...

საბანმოხურულ, ნახევრადმძინარე ადამიანებს რომ დილის ხუთ საათზე ცივი წყლით არბევენ იმიტომ, რომ ვიღაც უმაქნისი, გადამგდები ფულის ტომრები კომფორტულად შებრძანდნენ პარლამენტში, ეს არ არის ქვეყნის, ხალხის შეურაცხყოფა, თქვე ძალიან ქრისტიანებო, თქვენა?!" - წერს ცოტნე გამსახურდია თავისი ფეისბუქის გვერდზე.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები