სიახლეები

779 Views
პოლიტიკა

ხალხის გამდიდრება ხალხის გადაგდების წინააღმდეგ - "გირჩის" ორპუნქტიანი გეგმა

ხალხის გამდიდრება, ხალხის გადაგდების წინააღმდეგ - "გირჩმა" ხელისუფლების მშვიდობიანი ჩანაცვლების ორპუნქტიანი გეგმა წარადგინა.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად აუცილებელია ორპუნქტიანი გეგმის შესრულება. "გირჩის" აზრით, ამისთვის უნდა არსებობდეს პრინციპული ოპოზიცია, რომელიც საკუთრების რეფორმას გაატარებს.

"ოპოზიციის ერთიანობისთვის აუცილებელია, რომ თანამებრძოლებს ერთმანეთის არ ეშინოდეთ. ადამიანთა დიდ ნაწილს, რომელსაც არ უნდა ბიძინა ივანიშვილი (იმიტომ რომ გადააგდო), ეშინია მიხეილ სააკაშვილის და ძველი ნაციონალური მოძრაობის, რადგან იმდროინდელმა მართლმსაჯულების სისტემამ გააწამა. სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემის გარეშე, "ნაციონალური მოძრაობა" საშიში არ არის, უფრო მეტიც, რეფორმატორია.
მათ უნდა შეძლონ ამაში ხალხის დარწმუნება, ზრდილობის გამო კი არ უნდა თქვან რამე წინასაარჩევნოდ, მართლა უნდა გაიგონ, რა შეცდომა დაუშვეს და დაარწმუნონ ხალხი, რომ მათგან მომავალში ეს საფრთხე არ მოდის და რომ მხოლოდ იმას გააკეთებენ, რაც კარგად გამოსდიოდათ."

"გირჩში" მიაჩნიათ, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად აუცილებელია საზოგადოება დარწმუნდეს, რომ მდიდრები არიან. საზოგადოების გასამდიდრებლად აუცილებელია, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების საზოგადოებაზე გადანაწილება.

ოპოზიციური პარტიები უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ქვეყნის მთელი სიმდიდრე ეკუთვნის ხალხს და არა სახელმწიფო სისტემას, რომელსაც ხან ვინ აზის თავზე და ხან ვინ. -  ვკითხულობთ "გირჩის" გეგმაში.

თუკი ოპოზიციას საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება, საკუთრების ფუნდამენტური რეფორმის განხორციელება შესაძლებელი იქნება.

იხილეთ "გირჩის" განცხადება სრულად.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები