სიახლეები

757 Views
პოლიტიკა

"მნიშვნელოვანია ადამიანებს არ ეშინოდეთ, რომ ძალოვანი უწყებები ნაც-მოძრაობის ხელში აღმოჩნდება" - ჯაფარიძე "გირჩის" ინიციატივაზე

"გირჩის“ ახალი ინიციატივა - ზურაბ ჯაფარიძის  თქმით უნდა შეიქმნას გარანტიები, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ძალოვანი უწყებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ აღმოჩნდება.

როგორც „გირჩის“ ლიდერი განმარტავს, ამ თემაზე მათ უკვე აქვთ ინდივიდუალური კონსულტაციები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან.

მიუხედავად იმისა, ვინ როგორ აფასებს წარსულს, და გასაგებია, რომ წარსულს ადამიანები სხვადასხვანაირად აფასებენ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ დაიბრუნა ადამიანების ნდობა, რომ ისინი ამ ძალისმიერ ბერკეტებს აღარ გამოიყენებენ ბოროტი მიზნებისთვის. ამიტომ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ დაიდოს წინასწარ საგარანტიო მექანიზმი, რომელსაც დავიჯერებ მე, დაიჯერებს ყველა, დაიჯერებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც აქ არიან, რომ თოფიანი ხალხი მათ ხელში არ იქნება. სხვა რაღაცები პრობლემა არ არის, ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ, როგორ უნდა მოვაწყოთ ჯანდაცვის სისტემა, ან განათლების სისტემაც, მაგრამ პრინციპული რაც არის, არის ის, რომ ადამიანებს დღესაც ეშინიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ უნდა აღმოჩნდეს ძალოვანი უწყებები.

– განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს სახელისუფლო გუნდი სწორედ იმით აშინებს ამომრჩეველს, რომ ძალოვანი უწყებები შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში აღმოჩნდეს, ამიტომ ოპოზიციამ ხელისუფლებას ეს ბერკეტიც უნდა წაართვას.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები