სიახლეები

93 Views
პოლიტიკა

სუს - თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ექვსი პირი დააკავა

სუს - თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა.

მოძრაობა „გაბედეს“ წევრების გარდა, აქციაზე დააკავეს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ვაჟი, ბექა ნათელაშვილი. ასევე დაკავებულებს შორის არიან „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წევრები, ნიკა და ბექა პეტრიაშვილები.

აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს შენობის შესასვლელის ბლოკირება. ამის შემდეგ მათ ვაჟა - ფშაველას ცენტრალური გამზირის გზის გადაკეტვა დააპირეს, რასაც „გაბედეს“ აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც შსს-ს წარმომადგენელმა გიორგი გადელიამ განაცხადა, ყველა პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები