22 ნოე 2019
149 Views
პოლიტიკა

ღარიბაშვილი: ამერიკელებს გულწრფელად ავუხსენი ვითარება

მე გუშინ გეტყვით, რომ გულწრფელად ავუხსენი ამერიკელებს ეს ვითარება. ხანდახან პროცესები არ ჩანს და არ აღიქმება სწორად, მათ შორის, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლების მხრიდან.  მე მათ სრული ინფორმაცია გადავეცი და ავუხსენი ეს მდგომარეობა. აბსოლუტურად გასაგებია.

პრობლემები ყველგან არის. იდეალური სისტემა არცერთ ქვეყანაში არ არსებობს, ყველა ქვეყანაში არსებობს პრობლემები, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში და ყველგან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის უნდა შევადაროთ, რა იყო და რა გვაქვს

- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებასა და, შესაბამისად, დადებული პირობის არშესრულებას ამერიკელი ექსპერტებისგან ხელისუფლებისადმი მკაცრი კრიტიკა მოჰყვა, ამჟამად თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი



კომენტარები