სიახლეები

210 Views
პოლიტიკა

მარიამ ჯაში თვლის, რომ მაჟორიტარი დეპუტატები დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ

"ქართული ოცნების' ყოფილი წევრი, მარიამ ჯაში ფიქრობს, რომ ის მაჟორიტარები, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ. 

დეპუტატის თქმით, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს უმრავლესობა პარტიის ლიდერშიფს ეთანხმებოდა, სწორედ ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს კანონპროექტის ჩაგდების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღიათ.

არასდროს ბატონ ბიძინას და უმრავლესობის ლიდერებს არ გაუკეთებიათ საწინააღმდეგო პოზიცია, მაგრამ ვიცით რა — არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს უმრავლესობა პრაქტიკულად ყოველთვის ეთანხმებოდა პოლიტიკურ ლიდერშიფს გადაწყვეტილებებში, რთულია დაიჯერო, რომ ეს იყო დამოუკიდებელი მოქმედება

- განაცხადა ჯაშმა TV პირველის ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ მარიამ ჯაში იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებმაც "ქართული ოცნება' და საპარლამენტო უმრავლესობა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები