სიახლეები

გამასამართლეთ! აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე საქალაქო სასამართლოს შენობაში იატაკზე ზის და ითხოვს დაიწყოს მისი სასამართლო პროცესი.

"დილის 12 საათიდან ველოდები, რომ გამასამართლონ და არ მასამართლებენ, დავიღალე რა, ყველა დავიღალეთ. მეძინება "- ამბობს ჯაფარიძე.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, დღეს დილის 12 საათიდან უნდა დაწყებულიყო მისი სასამართლო, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ ერთი პროცესის შედეგია ცნობილი. პირველი ექვსეული, რომელთა საქმის განხილვაც მიდიოდა, გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან, თუმცა თავად პროცესი ხვალისთვის გადაიდო. გიგა მაქარაშვილი, ირაკლი ნადირაძე, დიმიტრი ბიძინაშვილი და ირაკლი ფავლენიშვილი გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები