სიახლეები

საქალაქოს თავმჯდომარემ პასუხი გაგვცეს, რატომ განიხილავს დაკავებულების საქმეს დილიდან ერთი მოსამართლე - ნიკა გვარამია

"გამოვიდეს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, ვასილ მშვენიერაძე და გაგვცეს პასუხი, რატომ განიხილავს აქციაზე დაკავებული 37 ადამიანის საქმეს, ერთი და იგივე მოსამართლე და რატომ გრძელდება ეს პროცესი დილიდან, რატომ ტანჯავენ ამ ადამიანებს"

ამის შესახებ ტელეკომპანია მთავარის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ისაუბრა საქალაქო სასამართლოში, სადაც 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების საქმე განიხილება.

ნიკა გვარამიას თქმით, ეს მოსართლე დროს განზრახ წელავს, შიგადაშიგ სხვა საქმეებსაც განიხილავს და გაუგებარია, ამ ტემპით, როდის უნდა დასრულდეს ეს პროცესი. როგორც მთავარის დირექტორი ამბობს, საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელმა პასუხი უნდა გაგვცეს ამის გამო.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს დაკავებულების არცერთი პროცესი არ დასრულებულა. 6-6 ადამიანი შედის პროცესზე, თუმცა ყველა პროცესი რამდენიმე საათით გადადო მოსამართლემ , რადგან ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ მტკიცებულებები, ვიდეო ჩანაწერების სახით, გზაშია და დრო სჭირდებათ მის წარსადგენად.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები