სიახლეები

221 Views

აქციაზე დაკავებულების ადვოკატები მოსამართლის აცილებას ითხოვენ

18 ნოემბრის აქციაზე, სპეცრაზმის მიერ დარბეული დაკავებულების ადვოკატები მოსამართლის, ვალერიანე ფილიშვილის პროცესიდან აცილებას ითხოვენ.

ამჟამად, საქალაქო სასამართლოში, მიმდინარეობს 'გირჩის" ერთ-ერთი აქტივისტის ლუკა ჭიჭინაძის, ადვოკატ ბექა ბასილაიას, #სირცხვილიას ერთ-ერთი ორგანიზატორის ზუკა ბერძენიშვილის, გიორგი ბუნტურის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ელგუჯა ბაგრატიონის და გურამ მჭედლიშვილის სასამართლო პროცესი.

დაკავებულ ბექა ბასილაიას თქმით, არ ეთანხმება მოსამართლის აცილების მოთხოვნას, არა იმის გამო, რომ მოსამართლის ობიექტურობის იმედი აქვს, არამედ იმიტომ, რომ თუ მათ დღეს გაათავისუფლებენ სასამართლო დარბაზიდან, დროულად შეძლონ პარლამენტთან დემონსტრაციას შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, ზურაბ ჯაფარიძისა და გირჩის მმართველი საბჭოს წევრის იმედა კლდიაშვილის პროცესი ჯერ კიდევ არ დაწყებულია.

ასევე დაკავებული არიან,  გირჩის აქტივისტები დაჩი იმედაძე და ლევან გორგაძე.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები