სიახლეები

312 Views
პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე თავისუფალია და მალე აქციას შეუერთდება

"ჩემი აზრით, ეს დაკავება იყო ცალსახად პოლიტიკური. დამაკავეს ჩიტაძის ქუჩაზე, როცა პარლამენტის შესასვლელის პიკეტირებას ვახდენდით, ზემოდან დაიძრა სპეცდანიშნულების რაზმი, ჩვენ დავსხედით ქვაფენილზე იმის იმედად, რომ არ გადაგვივლიდნენ თავზე, მაგრამ დაიწყეს გადავლა ჩვენზე. იქ იყვნენ გოგოები და ქალები , რომელთა წამოყენებას ვცდილობდი, რამდენიმე ადამიანი წამოვაყენე, ამის შემდეგ უბრალოდ ვცდილობდი ამ სპეცდანიშნულების რაზმის შეკავებას, რომ ადამიანები არ გაეჭყლიტათ. ამ დროს შემათრიეს უკან რიგებში, ხელები გადამიტრიალეს,  ჩამტენეს მანქანაში და მომიყვანეს პოლიციის სამმართველოში."

ამბობს ზურაბ ჯაფარიძე თაბუკაშვილის პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ.

ჯაფარიძის თქმით ის  სხვა დაკავებულებისგან განსხვავებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, რაც როგორც თავად ვარაუდობს პოლიტიკური იმუნიტეტის  დამსახურებაა.

"გირჩის" ლიდერი აპირებს რომ კვლავ აქციას შეუერთდეს პარლამენტთან.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები