სიახლეები

353 Views
პოლიტიკა

"გირჩი" მხარდამჭერებთან ერთად შეუერთდება აქციას - "ყველა მინუს ერთი - ბიძინა უნდა წავიდეს"

დღეს, 17 ნოემბერს, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია იგეგმება - "ყველა მინუს ერთი - ბიძინა უნდა წავიდეს"!

აქციის მონაწილეები, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას გააპროტესტებენ. 2019 წლის ივნისის საპროტესტო აქციების დროს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხალხს დაპირდა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდებოდა, თუმცა სიტყვა არ შეასრულა.

აქციას პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტია უერთდება. "გირჩის" მხარდამჭერები, "გირჩის" ოფისთან, ბესიკის 4 ნომერში შეიკრიბებიან და შემდეგ ერთად შეუერთდებიან აქციას პარლამენტთან. 

საპროტესტო აქცია 15:00 საათზე დაიწყება. 

პროპორციული არჩევნები ქართველი ხალხის ერთობლივი მონაპოვარია, რისთვისაც ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.

-წერია აქციის აღწერაში.

ამ ეტაპზე აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

 

კომენტარები