სიახლეები

295 Views
პოლიტიკა

თალაკვაძე: 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე ვერ გადასვლა ქვეყნის დასასრული არაა

"არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი. შესაბამისად, ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემის მახასიათებლებს დააბრალოს. ეს მინდა ცალსახად განვაცხადო." - პარლამენტის თავმჯდომარე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას გამოეხმაურა, "ქართული ოცნების" ბრიფინგზე.

"ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევის ვერ განხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს და 2024 წლამდე რჩება იგივე საარჩევნო სისტემა, რომლითაც მოსახლეობა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ცვლიდა და ირჩევდა ხელისუფლებას. 

მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, ჩვენს ოპონენტებს, აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის მცდელობების ნაცვლად, საფუძვლიანად მოემზადონ კონსტრუქციული, ნორმალური პოლიტიკური პროცესისთვის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს, თუ ვის ანდობს ქვეყნის მომავალს.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც "ოცნებამ" პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა.

 სამოქალაქო ატივისტებისა და ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით, პარლამენტის წინ დაიწყო საპროტესტო აქციები ლოზუნგით "ერთად ერთის წინააღმდეგ", მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები