სიახლეები

264 Views
პოლიტიკა

მეგრელიშვილი: რეალურად ამ აქტით ივანიშვილმა თავი მოიკლა

ამ მოქმედებით რაც დღეს მოხდა, ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა ლეგიტიმაციის ბოლო წვეთი დაკარგა. მან პერსონალურად აიღო პასუხისმგებლობა ტყუილზე. ეს იყო 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, სადაც კაცმა კაცურად აიღო პასუხისმგებლობა და ჩაისვარა.

ვახტანგ მეგრელიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში მიმდინარე პროცესები შეაფასა, მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება და კობახიძე ან ის დეპუტატები, რომლებმაც ეს კანონპროექტი ჩააგდეს არაფერს წარმოადგენენ ამ პროცესში.

ერთადერთი კაცი ჰყავდათ და აღარ ჰყავთ, რეალურად თავი მოიკლა ამ ადამიანმა დღევანდელი აქტით. 35 ასეთი ბლეყვე რომ აგიჯანყდება, თუ იმის უნარი არ გაქვს, რომ ეს გააკონტროლო მთლად უარესადაა შენი საქმე, მაგრამ თუ შენით მოაწყვე ეს, მაშინ მართლა საშველი არ ყოფილა და მგონი იმაზე უნდა იზრუნონ, როგორ დამშვიდდება ეს პროცესი, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო თურქმენეთად უნდა გადაიქცეს.

მეგრელიშვილის თქმით, ივანიშვილს მორალური კატასტროფა აქვს და აღარანაირი უფლება არ აქვს ხელისუფლებას ისარგებლოს მისი ლეგიტიმაციით.

სანერვიულო ის არის, როგორ დავბრუნდეთ ისეთ სიტუაციაში, რომელშიც ადამიანებისთვის მისაღები იქნება ის, რაც მოხდება ქვეყანაში და ამას ექნება ლეგიტიმური საფუძელი, ჯერჯერობით ჩვენ გასული ვართ, რეალურად ვართ შოკში, ფიქრი დაგვჭირდება რაღაც პერიოდი, რომ მართლა წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება დავლაგდეთ. 

- თქვა ვახტანგ მეგრელიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები