სიახლეები

107 Views
პოლიტიკა

“ქართული ოცნების” უმრავლესობა ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამაც დატოვეს

ამ გადაწყვეტილებამ არ დამიტოვა სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ დამეტოვებინა უმრავლესობა.

- განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" წევრმა, ნინო გოგუაძემ 

ფრაქციის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ნინო გოგუაძესთან ერთად ზვიად ძიძიგურმა და გიგა ბუკიამაც მიიღეს. მათი ეს გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩავარდნას უკავშირდება.

ჩვენ მხარს ვუჭერდით პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას და ეს იყო პროექტი, რომელსაც მხარს უჭერდა უმრავლესობა და უმრავლესობის ინიცირებული იყო და ასე. მოულოდნელად დააუხსნელად ჩემი კოლეგების მხრიდან ამ სისტემაზე უარის თქმა გაუგებარია როგორც ჩემთვის, ასევე საზოგადოებისთვისაც. მე გამიჭირდება ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ავუხსნა რა იყო ამის მიზეზი და რატომ ვერ შევძელით ის მიგვეყვანა ბოლომდე რისი ინიციატორიც ჩვენ თვითონ ვიყავით

- განაცხადა ნინო გოგუაძემ ბრიფინგზე


შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები  დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ირინე ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა და გიორგი ბეგაძემ

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

 

 

კომენტარები