სიახლეები

496 Views
პოლიტიკა

ლუის ნავარო: "ეს არის სრული უპატივცემულობა იმ დემონსტრანტების, რომელიც ამ ცვლილებას ივნისში ითხოვდნენ"

"მე არ ვერევი საქართველოს შიდა პოლიტიკაში, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ შეშფოთებული ვარ იმით, რაც ახლა მოხდა. ეს საარჩევნო რეფორმა, ივნისის მოვლენების შემდეგ, წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩანდა და ვერ ვიგებ, რატომ არ მიიღეს ის. ამერიკაში, საქართველოს უამრავ მეგობარს შორის შეშფოთებას იწვევს ის, თუ რა ბედი ეწევა ქართულ დემოკრატიას"

ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, კენეტ იალოვიცმა, პარლამენტის უმრავლესობის მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდება ნეგატიურად შეაფასა. ინფორმაციას, "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს.

მოვლენებს უარყოფითად აფასებს NDI-ს ყოფილი დირექტორი საქართველოში, ლუის ნავაროც, რომელსაც მიაჩნია, რომ "ქართულ ოცნებას" 2020 წლის არჩევნებზე ძალაუფლების დაკარგვის შიში აქვს და ამიტომ თქვა უარი ცვლილებებზე.

"სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდება, რომელიც მანამდე თავად "ქართულმა ოცნებამ," წარადგინა, გვაჩვენებს რომ ისინი შეშფოთებულები არიან 2020 წელს ძალაუფლების დაკარგვის შიშით. ეს არის პროდასავლური "ახალი სახეების" აბუჩად აგდება, რომლებიც 2016 წელს გუნდში გააწევრიანეს. ეს, ასევე, არის სრული უპატივისმცემლობა დემონსტრანტებისა, რომლებიც ამ ცვლილებას ივნისში ითხოვდნენ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ დუმის რუსი კომუნისტი წევრი მოიწვია მართლმადიდებლობის კონფერენციაზე დასწრების საბაბით," - აღნიშნავს ნავარო.

კომენტარები