სიახლეები

506 Views
პოლიტიკა

კობახიძე: ქუჩაში ხალხი არ დგას

ქუჩაში ხალხი არ დგას, ხალხი დგას ქართული ოცნების უკან... ქართული ოცნების უკან დგას ხალხი. ქართული ოცნება არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველა არჩევნებში მიიღო ხალხის მხარდაჭერა. ყოველი მეორე ამომრჩეველი აძლევს ქართულ ოცნებას ხმას და შემდეგ არჩევნებში ამ შედეგის გაუმჯობესება გვინდა

- განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ირაკლი კობახიძემ განცხადება, TV პირველის ეთერში, ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილთან, გააკეთა.

მისი თქმით ქართული ოცნების ამოცანა გუნდის ერთიანობის შენარჩუნებაა.

რაც შეეხება ქართული ოცნების შიგნით დამყარებული დიქტატურის შესახებ ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას, მან “სიცილით” უპასუხა, დიახ დიქტატურა შეიცვალაო:

“ხო შეიცვალა ადრე იყო სხვა დიქტატურა ეხლა შეიცვალა დიმიტრი ხუნდაძით”

კობახიძემ ასევე ახსენა, რომ  გული დაწყდათ კანონპროექტის ჩაგდების გამო და ამის შესახებ განცხადებაც გააკეთეს.

მისი თქმით "ნაციონალურ მოძრაობას" წარმატების შანსი არ აქვს და ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილს დამშვიდება ურჩია.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, სიტუაცია რაც ახლა ქვეყანაში ხდება, მათი გუნდისთვის ძალიან კარგია და მსგავსი ლუსტრაციის პირობებში "ოცნებამ" შეიძლება 60% კი არა 90% აიღოს.

ავტორი:  ლიზი კუბლაშვილი

 

კომენტარები