14 ნოე 2019
693 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: დეკემბრის ბოლომდე უნდა ჩაინიშნოს პროპორციული ვადამდელი არჩევნები

ოპოზიციური პარტიების შეხვედრა ლეიბორისტული პარტიის ოფისში დასრულდა. "გირჩის" ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის ერთობლივი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია ოღონდ პროპორციული წესით.

რაზეც შედგა შეთანხმება, არის ის, რომ ვადამდელი არჩევნები გაიმართოს და რაც გავარკვიეთ ისაა, რომ ტექნიკურად შეიძლება, ეს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით. შეუძლიათ მიიღონ სხვა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს პროპორციულ სისტემას. როგორც მითხრეს დეკემბრის ბოლომდე შესაძლებელია ჩაინიშნოს პროპორციული ვადამდელი არჩევნები

განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ავტორი: ანა ჩიქოვანი 



კომენტარები