არცერთ მმართველს ხალხის გადაგდება არ შერჩენია - ცოტნე კობერიძე

"ბიძინა ივანიშვილმა გადააგდო ხალხი და სწორედ ეს ხალხი გადააგდებს მას.

არცერთ მმართველს ხალხის გადაგდება არ შერჩენია. ასეთ მმართველებს ყოველთვის ჩვენ ვაგდებთ.

გვაქვს ორი არჩევანი, ან ბიძინას ვაგდებთ, ან ამ ქვეყნიდან მივდივართ."

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, "გირჩის" პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე სიტყვით გამოვიდა.

ცოტნე  კობერიძის თქმით, ივანიშვილს როცა დაჭირდა, მთელ უმრავლესობას ნიკა მელიას წინააღმდეგ მიაცემინა ხმა და საკუთარი კოლეგისთვის მანდატი შეაჩერებინა, ახლა კი გვარწმუნებენ, რომ როცა შეეძლო ადამიანებისთვის თავისუფლება მოეტანა, ვერ მოახერხა უმრავლესობის წევრების დარწმუნება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავსულიყავით.

"ეს არავის არ სჯერა, არ შევარჩენთ, გადავაგდებთ ბიძინას!"

კობერიძე სიტყვით  გამოსვლისას კახი კალაძის მიერ შუა თითის ჩვენებასაც შეეხო:

მე თბილისის მოქალაქის სახელით, ტაქსისტებისა და შმაქსისტების სახელით ამ ადამიანს ანალოგიურად, გულთბილად ჩემს შუა თითებს ვაჩვენებ. 

ცოტნეს შუა თითების ჩვენების პერფორმანსს აქციის მონაწილეებიც ანალოგიური ქცევით გამოეხმაურნენ კახა კალაძის მისამართით.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები