ივანიშვილი მაჟორიტარების ამბოხს ოპოზიციას აბრალებს

ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის მყიფე კონსენსუსი, რაც ზაფხულში ჩვენს გუნდში შედგა, დარღვეულიყო. როდესაც სესიაზე ინიციატივის განხილვა პრაქტიკულად დასრულდა და საკითხი კენჭისყრაზე დგებოდა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ჩვენს დეპუტატებს, პირდაპირ პარლამენტის დარბაზში, უმძიმესი პერსონალური შეურაცხყოფები მიაყენეს. როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების დიდი ნაწილის მოთმინების ფიალა აავსო და მეც, სამწუხაროდ, ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება.

- ბიძინა ივანიშვილი, უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას, ოპოზიციას აბრალებს.



კომენტარები