სიახლეები

167 Views
პოლიტიკა

თამარ ხულორდავა: ბიძინა ივანიშვილმა იცოდა, რომ ჩვენ კომპრომისზე ვერ წავიდოდით

რა თქმა უნდა, ვტოვებ უმრავლესობის რიგებს და ვტოვებ საპარლამენტო პოზიციას

- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხულორდავამ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილების შესახებ უმრავლესობის წევრებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის ცნობილი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ იყო აზრთა სხვადასხვაობა, შევეცადეთ ერთიანი პოზიციით გამოვსულიყავით, რაც არ მოხერხდა. ჩვენ გვქონდა იმედი, რომ კენჭისყრის საბოლოო შედეგი მაინც იქნებოდა დადებითი და ჩვენ უმრავლესობით მხარს დავუჭერდით. იმის შესახებ, რომ ეს ჩვენთვის იყო ძალიან პრინციპული საკითხი და ამ საკითხზე ჩვენ კომპრომისზე ვერ წავიდოდით, ჩვენი გუნდის ყველა წევრმა მათ შორის, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა იცოდა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებისთვის არ მოვმზადებულვართ, ეს იყო სპონტანური გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის ის ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც იმ შედეგიდან გამომდინარე, რაც კენჭისყრაზე დადგა, შეგვიძლია მივიღოთ. რა თქმა უნდა, ვტოვებ უმრავლესობის რიგებს და რა თქმა უნდა, ვტოვებ საპარლამენტო პოზიციას. გვექნება დამატებითი კონსულტაციები

- განაცხადა ხულორდავამ.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები